Saturday, November 15, 2008

ცახის მღვიმე



1.პროექტის სახელი: ,,ცახის მღვიმე-რაჭის ჯერაც ამოუცნობი საიდუმლო''
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ისახავს ერთ დროს აღმოჩენილი და მივიწყებული მღვიმის ხელახლა აღმოჩენას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, ტურისტული ბიუროების დაარსებას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ცახის მღვიმის შესახებ, დაგეგმავენ გამგზავრებას, მოახდენენ მის ადგილზე აღწერას. შეადგენენ ამ ადგილის გეგმას. გამოიკვლევენ რელიეფს, შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან თქმულებასა და გამოთქმებს. ყურადღებას მიაქცევენ ისტორიულ დოკუმენტებს ამ ადგილის წარმოშობის შესახებ. აგრეთვე დააკვირდებიან ენობრივ დიალექტს. შეაგროვებენ ლექსიკურ ერთეულებს და შეაჯერებენ მათ სხვადასხვა განმარტებით ლექსიკონებს. გადაიღებენ ფოტოსურათებს და მოახდენენ დიაგრამების შევსებას, ასევე შექმნიან მოპოვებული მასალის სლაიდ–შოუს, ვიდეორგოლს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15–16 წელი, მე–10 კლასი, მე–11 კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გამოყენებული ლიტერატურა: მ. კიკნაძის ,,საქართველოს მღვიმეები“, თამაზ ბერაძის ,,რაჭა“, მერაბ ვაჩნაძის ,,საქართველოს ისტორია“, ვახუშტი ბატონიშვილის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, ს.ს. ორბელიანის ,,ლექსიკონი ქართული“, ინტერნეტით მოძიებული მასალები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძლება შეიქმნას მღვიმის ბუკლეტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელზეც სათანადო ხედებთან ერთად წარმოდგენილის იქნება მღვიმის რუქა და გზამკვლევი, სლაიდშოუ, ესსე, გამოფენა, ვიდეორგოლი.
8.სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაციას მიიღებენ მღვიმის შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი მსგავს კონკურსებში მონაწილეობის, რაც საინტერესოს გახდის მათ მუშაობას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული, გეოგრაფია, ეთნოგრაფია.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: გია ჭელიძე – ჭრებალოს საჯარო სკოლა, მე–11 კლასი. მაია კობახიძე - ჭრებალოს საჯარო სკოლა, მე–11 კლასი.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლუიზა ჭალიძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: luitchalidze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://caxis-mgvime.blogspot.com